„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დღეს კანონის სახელით მანიპულირებს. რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო მანკიერი კანონი, როდესაც გამონაკლისი წესით დაწესებული დანამატები, რომლებიც მხოლოდ დამატებით სამუშაო ანაზღაურებისთვის უნდა ყოფილიყო გაცემული, ეს უკვე დააკანონა. კახა კახალაძე დღეს სიამოვნებით ასრულებს მისივე პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ ამ მანკიერ კანონს. უმჯობესია კალაძემ ამ მანკიერი კანონის შესრულების სანაცვლოდ გაითავისოს, რომ ის არის თვითმმართველობის უმაღლესი წარმომადგენელი და ის თვითმმართველობის პრინციპები დაიცვას, რომელსაც მას კანონი ავალდებულებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დააკანონა უსამართლო დანამატები.
ის დანამატები, რომლებსაც არანორმალური რაოდენობით იღებდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა წლების განმავლობაში, რომელზეც ყოველ კვირას ვატარებდით ბრიფინგებს და ვამხელდით მათ ამ უსამართლო დანამატების აღებაში, ეს დანამატები დღეს დააკანონეს, რისი შესაძლებობაც ნამდვილად მისცა კანონმა“, - განაცხადა დათუკიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასევე გამოეხმაურა მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსაც და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი არ იზოგება. დღესდღეობით ბიუჯეტი არ გვეუბნება, რომ თანხების დაზოგვა ხდება რაიმე მიმართულებით. სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთიანდება კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახური. ცალკე სამსახურად იქნება ურბანული სამსახური, ჯამურად სამსახურების რაოდენობა იგივე რჩება. აქაც არის ანომალია. თუკი ნაციონალურ დონეზე ერთიანდება სპორტის და კულტურის სამსახური, მერიაშიც გაერთიანდება სპორტისა და კულტურის სამსახურები, საკრებულოში ცალ-ცალკე რჩება სპორტისა და კულტურის კომისიები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ინიციატივა, რომ ეს კომისიებიც გაერთიანებულიყო, თუკი მათ გულწრფელად სურთ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, მაგრამ, მათ ეს არ სურთ“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






