NDI-ს კვლევა - რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე?
გამოკითხულთა 18% სრულიად დარწმუნებულია, 35% ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% ნაკლებად, 11% კი საერთოდ არ არის დარწმუნებული. 17-მა პროცენტმა არ იცის.
მათ ვინც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა - 60% სრულიად დარწმუნებულია, 25% არ არის დარწმუნებული.
მათ ვინც არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა - 40% დარწმუნებულია, 40% არ არის დარწმუნებული.
საზოგადოების განწყობა საქართველოში - 2017 წლის კვლევის შედეგები ჩატარდა NDI-ს დაკვეთით CRRC - საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარდა.
სულ გამოიკითხა 2 298 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
მასალის გამოყენების პირობები






