რას ფიქრობს ხალხი საქართველოში - ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კვლევის დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული რეგიონების გარდა, 2200-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
ხვალ NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს გამოაქვეყნებს:
"კვლევა ადგილობრივი არჩევენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ჩატარდა, ამ პერიოდის მიმოხილვას წარმოავადგენთ. ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ აღიქვეს ადამიანებმა ეს არჩვენები. ჩვენ მივიღეთ არა ერთი ანგარიში საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისგან, თუმცა ასევე საინტერესოა, რას ფიქრობენ არჩვენებზე საქართველოს მოქალაქეები. ვისაუბრებთ ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკაზე - რას ფიქრობს ხალხი ნატოსა და ევროკავშირზე და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე," - აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.
მასალის გამოყენების პირობები






