„ეს არის დასტური იმისა, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ პოროშენკო და ივანიშვილი გარიგდნენ ერთმანეთში და გარიგების მიზანი არის ის, რომ ასრულდეს პუტინის ოცნება, რომ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიხეილ სააკაშვილი, რამენაირად ჩამოაშორონ პოლიტიკური ბრძოლის ველს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის წინააღმდეგ შეთანხმებულად მუშაობენ.
„ეს საერთო ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვა როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გზით ანუ ფაქტობრივად, ის არის მსხვერპლი პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ორივე ქვეყანაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 11 იანვარს საქართველოდან უკრაინაში შოთაძის უწყების 5 მაღალჩინოსანი ჩაფრინდა. გიორგი გრძელიშვილი გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს პირადად შეხვდა და მათ სააკაშვილის საკითხი განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






