პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და არა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით.
"სააკაშვილის საქმეს უნდა მივუდგეთ არა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, არამედ უნდა მიუდგეთ სახელმწიფოებრივად, კანონის საფუძველზე. ეს არის კონკრეტული შემთხვევა, სადაც არის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი და ამის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა იმის მიხედვით პოლიტიკურად ქართულ ოცნებას ვინ მოსწონს ან არ მოსწონს - განაცხადა კილაძემ.
გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
„ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი ნორმა, არსებობს შეკითხვები, არსებობს სასამართლო, რომლის წინაშეც სააკაშვილი უნდა წარსდგეს და აქედან გამომდინარე, ჩვენს ფიქრებს და ემოციებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






