„მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:03, 15 Jan, 2018     967

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვლეაშვილმა „მაუწყებლის შესახებ კანონს“ ვეტო დაადო. აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მზად არის კიდევ ერთხელ იმსჯელოს ვეტოსთან დაკავშირებით და გაიაროს ის საკიტხები, რომელთაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა:

„ვეტოს დადება კანონპროექტზე არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს. ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამის საფუძველზე გაგრძელდება მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია თავის დროზე ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება - დაახლოებით 50 მილიონდე მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიზაროთ ის საკითხები, რომელთაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42