"თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა" - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 15:55, 15 Jan, 2018     1306
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებულ შემადგენლობას შეხვდა.

გიორგი აბაშიშვილმა კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებული შემადგენლობა დღეს სამუშაო ადგილზე არ დაუშვა და სამინისტროს შენობიდან გამოასახლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ კომისია გაძლიერდა, მოხდა საზოგადოების წევრების ჩართვა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

მისი განცხადებით, 4 თვის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუშაობა კონკრეტული შედეგით დასრულდა: კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფო უწყებას და არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი აკადემიური წრიდან, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას დაემატა ერთი წევრი - დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი- ეროვნულის უშიშროების საბჭოდან.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.

"შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში, ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ შენობა, საიდანაც ქალბატონმა მინისტრმა გამოასახლა კომისიის წევრები ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე ერთ, კონკრეტულ მინისტრს.

ამავდროულად, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს განაცხადების მიღებას, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. ხოლო, თუ კომისიას არ მიეცემა საშუალება იმუშაოს, ეს ადამიანები ამ ფულს უბრალოდ დაკარგავენ.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება კომისიის მიმართ, მაგრამ ყველაზე მეტად გვაღელვებს იმ ასეულობით ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42