,,უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური თემები, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეებისა და ექსტრადაციის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საკითხი.“- ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის შედეგების შეჯამებისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მის კონსტრუქციულობას და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 11 იანვარს საქართველოდან უკრაინაში შოთაძის უწყების 5 მაღალჩინოსანი ჩაფრინდა. გიორგი გრძელიშვილი გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს პირადად შეხვდა და მათ სააკაშვილის საკითხი განიხილეს.
,,ნიუპოსტი" დეტალებისთვის გიორგი გრძელიშვილს დაუკავშირდა, რომელმაცვიზიტი დაადასტურა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






