დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერიაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამ ყოველივეს „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს. კახა კალაძის განცხადებით, კანონის მოთხოვნებთან თანასწორობაში მოდის და შესაბამისად, ხდება დანამატის ხელფასთან გაერთიანება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი თეთრით არ გაზრდილა 2018 წლის ხელფასები, მხოლოდ და მხოლოდ, სახელის ცვლილება მოხდა. ის, რომ დანამატი და თანამდებობრივი სარგო ცალ-ცალკე იყო, გაერთიანდა უბრალოდ და დაერქვა ხელფასი.
ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. მე ყოველთვის, პირველივე დღიდან ვამბობდი, მთავარი არის პროფესიონალიზმი, მთავარი არის კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, რეორგანიზაცია, რომელიც გამოცხადებული გვაქვს, ჩვენ ვმოქმედებთ, მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ფარგლებში და თებერვლის ბოლოს დასრულდება რეორგანიზაცია და მივიღებთ ზუსტ შედეგს,“ - აცხადებს კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






