სააკაშვილის ექსტრადირება და გასაიდუმლოებული ვიზიტი უკრაინაში - ვის შეხვდნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები კიევში
პოლიტიკა - 13:55, 15 Jan, 2018     3425
უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი და მთავარი თავსატეხია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკოს თავის ნაბიჯებით საკუთარი თავი სულ უფრო ღრმად შეჰყავს ჩიხში. წუხს ივანიშვილიც, რადგან მოწინააღმდეგის "განეიტრალება" ამ დრომდე ვერ შეძლეს.

იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია? რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსაყვანად და უკავშირდება თუ არა უკრაინის პირველი პირების გახშირებული ვიზიტები თბილისში სააკაშვილის ფაქტორს? - ეს ის კითხვებია, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

უკრაინის პრეზიდენტი არ მალავს, რომ სააკაშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა. პეტრო პოროშენკოს და საქართველოს ხელისუფლების ფარული მოლაპარაკების შესახებ საუბრისას, თავად მიხეილ სააკაშვილიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური კონტაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

სააკაშვილის განცხადებაში ლოგიკა ნამდვილად არის - მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობიდან წასვლის და ოპოზიციური აქტიურობის ფონზე პეტრო პოროშენკო თბილისში ჩამოვიდა და პირველ პირებთან შეხვედრა გამართა.

ვიზიტიდან მალევე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები თბილისსა და კიევში ერთდროულად ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დასრულდება თუ არა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსნები აქტიურ კომუნიკაციაში არიან უკრაინელ კოლეგებთან.

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 11 იანვარს საქართველოდან უკრაინაში შოთაძის უწყების 5 მაღალჩინოსანი ჩაფრინდა.

„ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე გორგი გოგაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი ბაკურ აბულაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე დიმიტრი ფაღავა და საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გრძელიშვილი გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს პირადად შეხვდნან და სააკაშვილის საკითხი განიხილეს.

,,ნიუპოსტი" დეტალებისთვის გიორგი გრძელიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჯერ ვიზიტის შესახებ გაკვირვება გამოხატა, ხოლო შემდეგ უკრაინაში ვიზიტი დაადასტურა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42