ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება
პოლიტიკა - 13:28, 15 Jan, 2018     1186
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურულ პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

სამსახურს ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ორი ახალი მიმართულება ემატება: ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, რაზეც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც უნდა დაკავდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. უნდა არსებობდეს ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ქალაქმშენებლობითი პროცესები. რასაკვირველია, საჭიროა ისევ და ისევ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურთან კოორდინაცია, თითოეულ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაწყისშივე მონაწილეობა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე არ გვჭირდებოდეს იმაზე ფიქრი, შეექმნება თუ არა ტრანსპორტს პრობლემა. დაგეგმარების ეტაპზევე უნდა მოხდეს ამ სამსახურის ჩართვა და ამით დაზღვეულები ვიქნებით ყოველგვარი პრობლემებისგან, რაც შეიძლება ტრანსპორტის სისტემაში განვითარდეს“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42