თბილისის მერიაში ურბანული განვითარების სამსახური იქმნება
პოლიტიკა - 13:05, 15 Jan, 2018     1050
თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

სტრუქტურის ახალი მოდელის მიხედვით, ურბანული განვითარების მიმართულება არქიტეტურის სამსახურის ფუნქციებისგან გაიმიჯნება. არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისების განვითარებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ურბანული განვითარების სამსახური მოამზადებს თბილისის მთავრობისთვის თუ საკრებულოსთვის, იქნება კოორდინაციაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკასთან და გარემოს დაცვის მიმართულებასთან. ეს იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპებზე მიღებული გადაწყვეტილებები იყოს იმთავითვე დამუშავებული და გააზრებული როგორც გარემოს დაცვის, ისე ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

აღნიშნული სამსახურების კოორდინაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერმაც.

„სამშენებლო ნებართვები როცა გაიცემოდა, ეკოლოგიის სამსახურს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ბოლოს, როდესაც გასცემდნენ ნებართვას, მერე მოვიდოდნენ და ეკითხებოდნენ, აბა ნახეთ თქვენ რაიმე შენიშვნა ხომ არ გაქვთ. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ დედაქალაქში. შესაბამისად, როდესაც შემოვა წინადადება ნებართვის აღებასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან, პირველივე საათებიდან ჩართული იქნება კონკრეტულად ეს სამსახური, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი - კონკრეტული ქუჩები, სადაც უამრავი საცხოვრებელი სახლია აშენებული და ელემენტარულად გათვლილი არ არის, რამდენად გაუძლებს ეს ქუჩები ავტომანქანების მოძრაობას და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და ყველა გაცემულ ნებართვაზე ეს საფრთხეები იქნება თავიდან არიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიის სტრუქტურული რეფორმა წარადგინეს, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება. რეფორმის მიზანი მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42