ერთს დაზიანება მუცლის არეში, ხოლო მეორეს ყელისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კლინიკაში ოთხი მოსწავლე შეიყვანეს, თუმცა რადგან ორი მსუბუქად იყო დაშავებული ისინი მალევე გაწერეს.
ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
რაც შეეხება რესტორანს, სადაც დაპირისპირება მოხდა იქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რესტორნის თანამშრომლები კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ობიექტში დასაქმებული პირები ირწმუნებიან, რომ დაჭრა რესტორნის გარეთ მოხდა.
ერთ-ერთი დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კვების ობიექტში თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაპირისპირება რესტორნის შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






