ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს
პოლიტიკა - 17:22, 14 Jan, 2018     1173

იუნკერების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა "ქუთაისი" შეასრულა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და "დროშის აღმართვის წესის შესახებ" სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო დროშაზე, როგოც სახელმწიფოსა და ხალხის გამაერთიანებელ სიმბოლოზე, სულის გაუტეხელობისა და სიმამაცის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.

დროშის დღის აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი დღეს სენაკში დაასრულებს, სადაც დროშას პედაგოგები იმ სკოლაში აღმართავენ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42