დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:00, 14 Jan, 2018     1648

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა, სადაცსაქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგიმარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს და საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის, სიძლიერისა და გაუტეხელობის სიმბოლოა.

"ჩემო თანამემამულენო და თანამებრძოლნო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფო სიწმინდის, ჩვენი ღირსების, ჩვენი თავმოყვარეობის სიმბოლოს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ამდღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის, იმ ადგილას, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც თავიდან ბოლომდეაღწერს - რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა.

2008 წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი სულ რამდენიმე კილომეტრში აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული და ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაცბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და თავისი სამშობლოს სიყვარული.

მაშინ, ოკუპანტმა დაიპყრო ტერიტორია, ნაწილი ჩვენი სამშობლოს გულისა, გაავლო ჩვენს სხეულზე ეს იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე, 93 წელს, სოხუმშიმეორე ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული. და ისიც არ გატყდა და მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები და ქალაქები, ვერგატეხა ქართველი მებრძოლი.

ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს დროშა. დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ურთულეს პირობებშიც კიჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას, მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა დაქართული დროშა დღეს, იქ იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული, არც ანწუხელიძის და არც გაბესკირიასი. მათი გმირობა ისეთივე აღმაფრთოვანებელია დღეს, როგორც ჩვენი წინაპრების გმირობა, რომლებმაც ჩვენი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში დღევანდლამდე მოიყვანეს და სანამ არსებობენადამიანები, რომლებისთვისაც ეს გმირობა არის მიზანი, რომ ასე იცხოვრონ, მანამდე ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ძალიან ამაყად და მაღლა.

გილოცავთ ქართული დროშის დღეს!

დღეს - ჩვენი სამშობლოს სიამაყის, თითოეული საქართველოს მოქალაქის სიამაყის და იმ დიდი გამარჯვებების საწინდარის დღეს, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი, როგორც ამ ქვეყნის შვილი, მომავალშიც მივაღწევთ.

გილოცავთ ბატონებო!" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებსა და იუნკერებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველა რეგიონში, დროშის აღმართვის ცერემონიის მონაწილეებს, სახელმწიფო დროშები და დროშის გამოყენებისა და აღმართვის წესები გადასცა.

ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ "ქუთაისის" მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.

სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელსატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42