„საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტი - პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, გიორგი მარგველაშვილის პოზიცია შესაბამისი არგუმენტებით იქნება დასაბუთებული. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვეტო არის პრეზიდენტის უფლება, პარლამენტის უფლებამოსილება კი ვეტოს განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება:
„იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს, დიდი იმედი მაქვს, რომ პოზიცია კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული განსხვავებით წინა შემთხვევისგან. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, უმჯობესია წინასწარ არაფერი ვთქვათ, თუ როგორი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო იქნება არგუმენტირებული. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როდესაც საქმე ეხებოდა „საარჩევნო კოდექსს“ და როდესაც საქმე ეხებოდა „თვითმმართველობის კოდექსს“, იქ ნულოვანი არგუმენტები იყო პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები






