როგორც დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი აღნიშნავს, ეს არ უნდა იყოს პარლამენტის გარედან მართული პროცესი.
„როგორც პარლამენტის წევრი, კატეგორიულად ვემიჯნები პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს, არასამთავრობოებიდან იქნება და მათი დიქტატით გაკეთებულ საკანონმდებლო საქმიანობას ან პირიქით რაიმე სხვა სფეროდან. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ჩვენი კომპეტენცია. პირველ რიგში, მაინტერესებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს თანხმობა უმრავლესობაში“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ნარკოლიბერალიზაცია გაზრდის ნარკომომხმარებლების რაოდენობას და ამავდროულად კრიმინალს ქვეყანაში.
„კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში არის მაღალი რისკი, რომ ქვეყანაში არა თუ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება, არამედ პირიქით, უფრო გაიზარდოს და გაიზარდოს მასთან ერთად ქვეყანაში კრიმინალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, მინიმუმ ეს კანონპროექტი უნდა იქნას შეთანხმებული და მხოლოდ მას შემდეგ იქნას განხილული. თუკი შეთანხმება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს პერსპექტივა არ ექნება. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ამ ტიპის, ამ მასშტაბის კანონპროექტები იქნას განხილული უფრო ფართო საზოგადოებაში“ - აღნიშნა ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






