თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით იგი ადასტურებს ფაქტს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაში შეფერხებებია და საბოტაჟში ქალ;აქის საკრებულოსა და ზარაქია ქუცნაშვილის კადრებს ადანაშაულებს.
მეჭიაურის განცხადებით მერიის სტრუქტურის დაუმტკიცებლობა იმის მიზეზია, რომ არსებული სამსახურების აბსოლუტური უმრავლესობა ზაქარია ქუცნაშვილის პერიოდში არის დანიშნული და გარკვეული სამსახურები დღესაც მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მცდელობაა ჩიხში შეიყვანოს მერიის საქმიანობა.
მეჭიაური მიიჩნევს, რომ ამ ყოველივეს კავშირი აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების საკითხთან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, „თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია“.
მასალის გამოყენების პირობები






