ლუიზა ქაცარავას თქმით, მაშველები ცხედარს რიონში ეძებენ, რადგან ბრალდებულებმა მოკლული ახალგაზრდა სწორედ მდინარეში ჩააგდეს.
„ერთმანეთთან რომ უთანხმოება ჰქონდათ, ახლა გავიგე, რატო იჩხუბეს, არ ვიცი. მე ჩემი შვილის ცხედრის მოძიებას ვითხოვ. დამნაშავე კი აუცილებლად უნდა დაისაჯოს,“ - აცხადებს მოკლულის დედა.
ოჯახის თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
„აღიარებს, ერთმა ტყვიამ ვერ მოკლა და მეორე ვესროლეო. მერე შეახვია და სადაც გადაადო, ეგ ადგილიც უნახებია“, - ამბობს მოკულის დეიდა.
ბოლო ინფორმაციით, ირაკლი კეკელიას მდინარე რიონში 28 წლის ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გუშინ დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა.
მასალის გამოყენების პირობები






