პარლამენტისადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პანკისსა და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს.
"ვნახეთ, ჩატაევმა და მისმა თანამებრძოლებმა როგორი წინააღმდეგობა გაუწია ჩვენს სამართალდამცველებს. სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი. თქვენ წარმოგიდგენიათ, მათ რომ სისრულეში მოეყვანათ ის, რისი განზრახვაც ჰქონდათ და ამზადებდნენ, რა დიდ ტრაგედიას მივიღებდით ქვეყანაში“- აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
"ქართული ოცნების" წევრმა სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ 19 წლის ახალგაზრდაზეც გააკეთა განცხადება.
„არ აქვს მნიშვნელობა, გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო თუ არა დამნაშავე, მე აბსოლუტურად ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ მათ.
როდესაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, მე მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და მე მგონია, რომ ნამდვილად არის აქ იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული და ამას არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები, ამას ერთ-ერთი განვითარებული, დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყნის შს მინისტრიც კი ამბობს“,-განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






