„ის, რასაც დღეს სააკაშვილს აბრალებენ, რომ, თითქოს, კურჩენკოსგან ფინანსდებოდა, ამ კურჩენკოს ფულის გათეთრების მილიარდნახევრიანი და 8 მილიარდიანი მოპარული ფულის გათეთრებაზე არის საუბარი დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტის მარჯვენა და მარცხენა ხელის მონაწილეობით. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე,“- აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ სკანდალურ დოკუმენტებს საყვარელიძე ამბობს, რომ იანუკოვიჩმა ფული პოროშენკოს ფინანსისტების დამხარებით, უკრაინიდან გაიტანა და ახლა პროკურატურა ცდილობს, ამ დანაშაულს სააკაშვილის სახელი დაუკავშიროს.
„იწყება სასესიო კვირა და პოლიტიკურად ალბათ, ძალიან ცხელი კვირა იქნება და აუცილებლად სერიოზული შედეგით დამთავრდება. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა გენერალურ პროკურორს. პრეზიდენტისთვის ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ ამ თემის არ შემჩნევას არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ბრძოლა გავაგრძელოთ და ცხვირში ვურტყათ ეს თემა,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






