„მე ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს"- რა სკანდალური დოკუმენტები წარადგინა სააკაშვილმა
პოლიტიკა - 18:28, 11 Jan, 2018     1849
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოში სკანდალური დოკუმენტები წარადგინა. მისი თქმით, იანუკოვიჩმა ფული პოროშენკოს ფინანსისტების დამხარებით, უკრაინიდან გაიტანა და ახლა პროკურატურა ცდილობს, ამ დანაშაულს სააკაშვილის სახელი დაუკავშიროს.

„ამ საქმეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ, მოვიგებთ არა მხოლოდ იმით, რომ მე გამამართლებენ, არამედ იმისთვის, რომ მათ მარცხი განიცადონ და სასამართლომდე მოვიყვანოთ. გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, რომელიც ქვეყნიდან იანუკოვიჩისა და კურჩენკოს მილიარდნახევრის გატანას ეხება, ვერავინ დამაჯერებს, რომ თვითონ პოროშენკო არ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რადგან ბატონი გონტარევი არის პრეზიდეტის მარჯვენა ხელი. პასინიუკის მეშვეობით კი, პოროშენკოს ყველა ფინანასური ტრანზაქცია ხორციელდება. შეუძლებელია, რომ პოროშენკო ამ ყველაფრის კურსში არ ყოფილიყო.

მე ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ მან პირადად გასცა სანქცია თანხის საზღვარგარეთ გატანაზე. გონტარევის კომპანიამ ამისთვის პროცენტი მიიღო. არის "ატკატის" არაოფიციალური პროცესები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან აფიორასთან და დანაშაულის დაფარვასთან. ნუთუ არაფერია საეჭვო იანუკოვიჩთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბის ტრანზაქციასთან. ამ საქმეს ცუდი სუნი ასდის. თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ. ეს არის უმაღლესი ხარისხის აბსურდის თეატრი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 19 იანვრამდე გადადო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმის გამო დააყენა, რომ დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ რადას ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავდებში უდგებიან.

თავად ბრალდებულმა კი, პროკურატურა სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განხილვის გადადებას გამოეხმაურა.

"ეს არის პროცედურული გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ სრულიად ლოგიკურად მიიღო. მოსამართლემ სამართლიანად დააკმაყოფილა სხდომის გადატანის შესახებ ჩვენი შუამდგომლობა,“ - განაცხადა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42