აშშ-ის სენატი: რუსეთის მთავრობა საქართველოში მხარს უჭერს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს
პოლიტიკა - 15:35, 11 Jan, 2018     1566
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ოთხშაბათს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით - „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“. რომელშიც რუსეთს ადანაშაულებს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება და 2008 წლის ომი, დეტალურად არის მიმოხილული, ყურადღება კი რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერომზეც არის გამახვილებული. ერთ ნაწილში კი რუსეთის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზე და საქართველოში პრორუსული პარტიების დაფინანსებაზეა საუბარი.

„საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმების მიღმა, რუსეთის მთავრობა მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანტისტულ მცდელობებს ქვეყანაში.

მაგალითად, როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „ობიექტივი“ რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და მხარს უჭერს ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“. „ობიექტივის“ ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი დაეხმარა „პატრიოტთა ალიანს“ 2016 წლის არჩევნებზე.

საქართველოში რუსული პროპაგანდა უცნაურია.

მაგალითად, რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს“ იყენებს საქრთველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე პრორუსული ჯგუფია აქტიური, მათ შორის სტრატეგიული სწავლების რუსული ინსტიტუტი და ფონდი „რუსკი მირ“ , ორი ცნობილი ინსტიტუტი, რომელსაც კრემლი საზღვარგარეთ თავისი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

მიუხედავად მიმდინარე ზეწოლებისა, 2014 წლის ივნისში, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება - ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, ორივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, 2015 წლის დეკემბერში , ქვეყანამ მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 2014 წელს, კი ნატო-ს უელსის სამიტზე, ალიანსმა დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მოიცავს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერების შესაძლებლობას, წვრთნებს, კავშირების გამყარებას და მოკავშირე ძალებთან ურთიერთობების განვითარებას” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ, აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების მკვეთრი შემცირება მოითხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42