ანგარიში, სახელწოდებით, „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“ დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა წარადგინა.
დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება და 2008 წლის ომი, დეტალურად არის მიმოხილული, ყურადღება კი რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერომზეც არის გამახვილებული.
"2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ძალას - სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის წართმევით.
წლების განმავლობაში მზარდი დაძაბულობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რუსულმა ჯარმა მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში სეპარატისტებს, რასაც რუსეთის მთავრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.
ამავდროულად, აღნიშნულმა კონფლიქტმა პირველად დაგვანახა, რომ სამხედრო ინტერვენციასთან ერთად, გამოყენებული იყო კიბერთავდასხმები – ინოვაცია, რომელიც რუსეთის მთავრობამ დახვეწა და 6 წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისას გამოიყენა. 2008 წლიდან რუსეთის მთავრობის პროპაგანდა და პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადების ჯგუფების რუსეთის მხარდაჭერა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები ცდილობენ დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რეგიონებში, რომლებმაც 1991 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, 2008 წლისთვის დაძაბულობა გაზრდილი იყო. აგვისტოს დასაწყისში, ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს, რასაც აღნიშნულ რაიონში ქართველი სამხედროების განლაგება მოჰყვა. საპასუხოდ, რუსულმა ჯარმა ტანკების გამოყენებით საქართველოს ძალები სამხრეთ ოსეთიდან განდევნა. მალევე ცხადი გახდა, რომ რუსული თავდასხმა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით არ შემოიფარგლებოდა და უფრო ყოვლისმომცველი იქნებოდა.
მიუხედვად იმისა, რომ შექმნილი ვითარება, ერთი შეხედვით მოულოდნელად გადაიქცა ცხელ ომად, საქართველოს მთავრობამ რუსეთის ხელისუფლება, შეჭრამდე ერთი თვით ადრე ჰიბრიდული ბრძოლის ველის მომზადებაში დაადანაშაულა. 20 ივლისს, საქართველოს მთავრობა კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვებგვერდი 24 საათის განმავლობაში გათიშული იყო. 8 აგვისტოს კი, როგორც კი რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა, საქართველის პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და რამდენიმე საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდებზე განხორციელდა კიბერშეტევები. საქართველოს ხელისუფლებამ თავდასხმებში რუსეთი დაანაშაულა, რაც კრემლმა კატეგორიულად უარყო.
ობამას ადმინისტრაციის დროს, პენტაგონის მაღალჩინოსანი კიბერპოლიტიკის საკითხებში, მაიკ სალმეიერი აცხადებდა, რომ რუსეთის ინტერვენცია იყო რუსეთის ინტერვეცია „ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვნახეთ კიბერაქტიურობასთან კომბინირებულ ჩვეულებრივ სახმელეთო ოპერაცია. ამ ყველაფერმა აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული ოპერაციის დროს, არამედ ისიც, რომ რუსები მზად იყვნენ მის განსახორციელებად. მათ ეს გააკეთეს“ - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუემტში აღნიშნულია, რომ ამ სიტუაციაში კიბერთავდასხმებთან გამკლავებაში საქართველოს, ესტონეთი და პოლონეთი მყისიერად დაეხმარნენ და გამოცდილება გაუზიარეს.
მასალის გამოყენების პირობები






