"მეტი ინფორმირება, კონკრეტიკა, კონკრეტულ პიროვნებებთან საუბარი აუცილებელია. ხეობაში უნდა იცოდნენ, თუ ვინ რისთვის არის დაკავებული"- აღნიშნა 'ნიუპოსტთან" არეშიძემ.
ექსპერტი ამბობს, რომ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერა და რესურსებით უზრუნველყოფა არ ნიშნავს, რომ დაკავებულები "ჩატაევთან ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ".
"შეიძლება ზოგიერთ მათგანს ჩატაევი თვალითაც არ ჰყავდეს ნანახი, მაგრამ თავისი ქმედებით ირიბად ეხმარებოდა ჩატაევის დაჯგუფების საქმიანობს. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს ახსნილი"- განმარტა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუი-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, 2 წლის წინ არის გადაღებული, (ვიდეოში თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის თანამზრახველებთან ერთად გადაადგილდება) ექსპერტი ამბობს, რომ ეს არ ცვლის რეალობას, რომ 19 წლის ახალგაზრდა ამ ჩატაევის დაჯგუფების წევრებს იცნობდა.
"მე ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - მაჩალიკაშვილი ნამდვილად იცნობდა ამ ადამიანებს. თუნდაც 25 წლის განმავლობაში ყოფილიყო გადაღებული, ფაქტია, რომ ეს ბიჭი იცნობდა ლიკვიდირებულებს. თუმცა ჩვენ არ ვიცით ამაზე უფრო ღრმად იყო თუ არა ეს ურთიერთობა წასული"- განმარტა არეშიძემ.
კითხვაზე, ნაცნობობა ტერორისტულ საქმიანობას ხომ არ ნიშნავს, კავკასიის საკითხებში ექსპერტმა განმარტა, რომ არ უთქვამს რომ „მაჩალიკაშვილი დამნაშავე იყო."
"ეს უნდა ამიხსნას შესაბამისმა უწყებებმა... აქვე მინდა გითხრათ - დაკავებულთაგან ზოგოერთის ფეისბუქ პოსტებში კარგად ჩანდა მათი გემოვნება და იდეოლოგიური პოზიცია - ესეც არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტები არიან, მაგრამ გარკვეულ განწყობებზე ნამდვილად მიუთოთებს"- უთხრა "ნიუპოსტს" მამუკა არეშიძემ.
19 წლის მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. ახალგაზრდა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. ცნობილია, რომ ოჯახი საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.
სუს-ის ამტკიცებს, რომ სპეცოპერაციისას, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქებას სცადა, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.
ოპოზიცია და ადგილობრივები სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ ალაპარაკდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






