პანკისში განვიტარებულ მოვლენებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიზე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომენტარს აკეთებს:
“ძალიან კარგი, რომ დღეს პანკისს სოლიდარობას მთელი საზოგადოება უცხადებს - სოციალურ ქსელში და სხვადასხვა აქციების სახითაც: არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს მორღვეულ ტვინში საქართველო ორ ნაპირად განიხილონ - პანკისი და დანარჩენები!
თავის მხრივ, პანკისელებსაც მართებთ საქართველოს საზოგადოების ამ უპირობო თანადგომის ღირსეულად მიღება და გააზრება და პასუხისმგებლობის აღება საქართველოს მშვიდობიან მომავალზე - არ უნდა დაუშვათ, რომ ვინმემ პანკისი ბინძური და ძალიან საშიში გეგმებისთვის გამოიყენოს!
მხოლოდ კადიროვის განცხადება კმარა: "საქართველოში შემოაღწიეს "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა და არ უნდა მივცეთ მათ აქ შემოღწევის საშუალება" - ეს განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გამოუცხადებელი ომის წარმოების წინაპირობაა.
უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება და დავამტკიცოთ, რომ საქართველოს საზოგადოება და სახელმწიფო შედგა!
ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო კი რჩება. საქართველოს სახელმწიფოზე პასუხისმგებლობა კი, უპირველესად, საზოგადოების საქმეა“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






