„თემირლან მაჩალიკაშვილის ტრაგედია დაიწყო ჩატაევის უგუნური გათავისუფლებიდან, ხოლო, მოგვიანებით, ქვეყანაში, თუნდაც დანაშაულებრივი უნიათობის გამო, მისი შემოშვებით. ყველაზე მიამიტი ადამიანიც კი ხვდება, ალბათ, რომ მაჩალიკაშვილის და პანკისის ხეობის სხვა მაცხოვრებლების დახმარებით, ჩატაევი საქართველოს საზღვარზე წინ და უკან თავის გემოზე ვერ ისეირნებდა. 19 წლის ბიჭის მკვლელობა სახიფათო ვითარებას ქმნის და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ წაყრუებით, ან კიდევ დაბალ ღობეზე ჯოხის გადატეხვით პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, სახიფათოდ გააღრმავებს! მტერს - რუსეთს სასათბურე ფონი შეუქმენით, დროზე მოეშვით სირაქლემის პოზაში ყოფნას, სასწორზე სახელმწიფო ინტერესები დევს და პასუხისმგებლობას, ხელისუფლების ვერც ოფიციალურ და ვერც არაოფიციალურ მაღალ ეშელონებში ვერ აირიდებთ...!“- წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






