"უნდა შევკრიბოთ ახალი ხალხი, 300 სპარტანელივით, რომლებიც შეცვლიან ხელისუფლებას"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 18:58, 10 Jan, 2018     2533
მიხეილ სააკაშვილის თქმით უკრაინაში მის წინააღმდეგ წარმოებული საგამოძიებო პროცესების მიზანი უკრაინის პოლიტიკიდან მისი ჩამოშორებაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალიდან რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აანონსებს. განცხადება სააკაშვილმა უშიშროების სამსახურში დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ აქციებზე, მაგრამ პოლიტიკურ დემონსტრაციებზე უარის თქმას არ ვაპირებთ. მე დავიწყებ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიარულს, რომ შევკრიბოთ ახალი ხალხი, 300 სპარტანელივით, რომლებიც შეცვლიან ხელისუფლებას. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე და მათ შორის საყვარელიძე ჰყავთ უკვე 2 დღეა დაყოვნებული ლვოვში, იმისთვის, რომ გამოძებნონ ისეთი ბრალდება, რომ 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, დერევინკოსაც რაღაც ბრალი წაუყენეს. ასევე უნდათ, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული, დააკავშირონ ჩემთან და 7 წლის წინანდელი ამბავი გაუხსენონ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიაროთ სასამართლო პროცესებზე, დაკითხვაზე და აღარ ვიფიქროთ პოლიტიკაზე. მაგრამ მე ვერ შემაჩერებენ, მე მაინც ვიმოძრავებ, მე მაინც მოვძებნი ხალხს, რომლებსაც სურთ ამ ხელისუფლების შეცვლა.

მათ ეს არ აწყობთ რადგან ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ჩემს თვალთვალში, რეგიონებში სიარულში, ჩვენს პოლიტიკურ დევნაში. სწორედ ამიტომ უნდათ ჩემი შინაპატიმრობა. განა იმისთვის, რომ საფრთხეს წარმოვადგენ ქუჩაში ვინმესთვის, არამედ იმისთვის, რომ ხალხს აღარ ვეკონტაქტო და აღარ ვიყო აქტიურად პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ მათი შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ჩვენს აქციებს.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42