"ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს"- ენმ მაჩალიკაშვილების ოჯახს უსამძიმრებს
პოლიტიკა - 18:24, 10 Jan, 2018     1494

ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის გარდაცვალებს გამო სამძიმარი გამოუცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პანკისის მკვიდრებს და მთლიანად საქართველოს. აღნიშნული განცხადება დღეს ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა და განვითარებულ პროცესებში ხელისუფლება დაადანაშაულა. ნუგზარის თქმით კანონიერი იქნება პროტესტის ყველა კანონიერი ფორმა, რომელსაც სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანები გამოიყენებენ. წიკლაურმა ენმ-ს სახელით ამ პროტესტს მხარი დაუჭირა.

„ენმ-ს მიაჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური მოქმედებების შედეგი, კერძოდ, 2012 წელს აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება და საქართველოდან გაშვება, ხელისუფლების დანაშაული არის უკვე ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში დაუბრკოლებლად შემოსვლა და დანაშაულია ტერორისტული ჯგუფისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მათ შეექმნათ თბილისში სამხედრო ბაზა, რასაც შეეწირა ქართველი სპეცრაზმელის სიცოცხლე. ხელისუფლების დანაშაულია, საკუთარი კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჩაცხრილვა საკუთარ საწოლში, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. გამომდინარე აქედან ენმ-ს მიაჩნია, რომ მთავრობის მოქმედებები იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ. უმძიმეს დანაშაულად მიგვაჩნია გასროლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის დროულად არგადაყვანა საავადმყოფოში, რამაც შესაძლოა მას სიცოცხლე მოუსწრაფა. ენმ კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის პატივისცემას ოჯახს, პანკისის ხეობის მკვიდრებს და მიიჩნევს, რომ კანონიერია პროტესტის ყველა კანონიერი ფორმა, რომელსაც გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42