19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება. ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ პანკისის სპეცოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კითხვები კიდევ უფრო ბევრია.
„ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა ხელისუფლების მიმართ, დღეს კიდევ უფრო დამძიმდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ დანაშაულს და ხელებს არ შეახოცავს რომელიმე რიგით სპეცრაზმელს. ფაქტია, რომ მოხდა ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა. ამასთანავე აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი კითხვაზე, ვინ შემოიყვანა საქართველოში ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, ვინ შეაიარაღა ეს რაზმი, რის გამოც შემდეგ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში 21 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






