“ღრმა მწუხარებას გამოვთვამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის ბატონი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
მის სახელს უკავშირდება საქართველოს წარმატება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის მშენებლობის მოლაპარაკებებში და ამ ისტორიული პროექტების განხორციელებაში.
თავად ეს პროექტები ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა, საქართველომ შეძლო საკუთარი გეოპოლიტიური როლის წარმოჩენა და კიდევ უფრო განამტკიცა და გააფართოვა საქართველო - აზერბაიჯანს შორის მჭიდრო, მეგობრული და ეკონომიკური კავშირები.
ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისათვის. ვიზიარებ ამ მწუხარებას და ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს” - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






