სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
პოლიტიკა - 11:36, 10 Jan, 2018     730
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, თურქეთი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაზეც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები მეტყველებს.

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქე პირობითი მსჯავრის მქონე პირთა მდგომარეობის საკითხი. მინისტრის ინიციატივით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერებისთვის რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესი იქნება საქართველოში დაბრუნება და საპრობაციო ვადის სამშობლოში მოხდა. აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი შეთანხმების მიღწევის მიზნით კი, უმოკლეს ვადაში ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

„აღნიშნული საკითხის დარეგულირება შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. გარდა ამისა, მზად ვართ ჩვენს თურქ კოლეგებს ვუმასპინძლოთ და ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ გამოცდილება გავუზიაროთ, მათ შორის პენიტენციური ჯანდაცვისა და რიგი ნოვაციების კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, სასჯელაღრულების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის.

„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღებაზე. რა თქმა უნდა, მოველით ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას,“ - აღნიშნა ელჩმა.

მხარეები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოცდილებათა ურთიერთგაცვლის მიზნით, ორმხრივ სასწავლო და სამუშაო ვიზიტთა განხორციელებაზე შეთანხმდენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42