„პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება“ - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 16:24, 09 Jan, 2018     1346

საქართველოს პრეზიდენტის ახლადდანიშნული საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება, ნაცვლიშვილმა ამის შესახებ დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ისაუბრა:

„ეს საქმე არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ უკვე გაკეთებული განცხადებებით დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის ჩვენი პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ. მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეთიკური, მორალური თვალსაზრისით, როგორც საზოგადოებას, ასევე მის თითოეულ წევრს აქვს უფლება შეაფასოს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზია სამართლებრივად მცდარი მსჯელობაა, ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი იყო ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა და ასევე პრეზიდენტობის დროსაც, როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მთელი ის პასუხი, რაც ამ საზარელ დანაშაულს გასცა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, როგორც სამართლებრივი, ასევე ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. თუმცა, ამისთვის დღეს ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება და ის რაც გააკეთა პროკურატურამ, რა კვალიფიკაციაც მისცა ამ საქმეს, ეს არის სამართლებრივად არასწორი და კონსტიტუციის დარღვევა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დღეს წარადგინა, მან ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა. ანა ნაცვლიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 17 იანვრიდან შეუდგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42