როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„იმაზე უარესი დასკვნა დადო, რასაც ჩვენ ვიძახდით და მე მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა. ყოველთვის სახელმწიფოში მახინჯი ფორმები, რაც არსებობს, რაღაც დროის მონაკვეთში უნდა დამთავრდეს. ეს ძალიან კარგი საშუალებაა დღეს იმისთვის, რომ აი ეს აუტანელი პირობები, რომელიც არის დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, ეს რომ მორჩეს და ამას რომ დაესვას წერტილი. სახელმწიფო შესყიდვებიდან აქ ჩართული რომ არიან და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ეს არ განხორციელდებოდა, ფაქტია“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
„დაიდო ის დასკვნა, რომელიც სრულიად ნათელს ხდის, რა ხდება დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, რამხელა პრობლემაა და როგორ უნდა გამოსწორდეს, ამასაც კი ეუბნება აუდიტის სამსახური“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, შსს-ში ტენდერები ძირითადად არაკონკურენტულ პირობებში მიმდინარეობს და უწყება სატენდერო პირობებს ერთ კომპანიას, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ "იბერია ჯგუფს" არგებდა.
მასალის გამოყენების პირობები






