საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნაცვლიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 17 იანვრიდან შეუდგება.
პრეზიდენტის მიერ ნაცვლიშვილი დანიშვნასთან დაკავშრებით შეფასებები კეტდება საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში. გიორგი კახიანი იმედ გამოთქვამს, რომ ნაცვლიშვილი დაკისრებულ მოვალეობას იურისტის და არა პოლიტიკოსის შესაბამისად შეასრულებს:
„ჩვენთვის პირველ რიგში, სწორედ ეს არის მთავარი, რადგან მასთან მოგვიწევს ურთიერთობა როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი კვალიფიკაცია. იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე იმ გზას არ გაუყვება, რასაც მისი წინამორბედი - ვგულისხმობ იმას, რომ მის წინამორბედში, არა იურისტს, არამედ პოლიტიკოსს ვხედავდი. პარლამენტში მისი გამოსვლები უფრო პოლიტიზირებული იყო, ვიდრე სამართლებრივი შეფასებებით მოცული. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით, ქალბატონი ანა უფრო განსხვავებულად წარმოდგება პარლამენტის წინაშე, როგორც მისი თანამდებობა ითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






