სამთავრობო პიარში ახალი გადანაწილება იწყება - ,,ოცნება“ ახალ უწყებას ქმნის და მას ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს?
პოლიტიკა - 16:18, 09 Jan, 2018     8552
სამთავრობო პიარში ახალი გადანაწილება იწყება, "ნიუპოსტის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ოცნება" ახალ უწყებას ქმნის, რომელიც ყველა სამინისტროს პიარზე იზრუნებს.

"ნიუპოსტისვე" ინფორმაციით, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის შეხვედრაზე იქნა მიღებული და ინიციატივა თავად ექსპრემიერს ეკუთვნის.

მსგავსი უწყება „ოცნებამ“ ერთხელ უკვე შექმნა 2012 წელს - მაშინ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო და ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე დანიშნა, თუმცა გორგილაძემ კანცელარია მალევე დატოვა და მისი უფლება-მოვალეობანი კოკა ყანდიაშვილმა გადაიბარა. ყანდიაშვილის შემდეგ, ამ სამსახურს ზურაბ ბიგვავავს ქალიშვილი მაკო ბიგვავა ხელმძღვანელობდა. 2016 წლის არჩევნების წინ, ბიგვავა ამ სამსახურიდან წამოვიდა და მას შემდეგ ხელმძღვანელად არავინ დაუნიშნავთ. ჩვენი ინფორმაციით, ახალი უწყება ამ სამსახურზე ზემდგომი იქნება და მას ინტეგრირებული პიარის გატარება დაევალება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ინტეგრირებული პიარსამსახურის ხელმძღვანელის ერთ-ერთ კანდიდატად, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე განიხილება, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ტვ პირველს ტოვებს.

შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილებას "ნიუპოსტთან" ადასტურებს ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის პორდიუსერი ეკა ქარდავა. ,,რა უწყება იქმნება, ვერ გეტყვით, თუმცა ქალბატონი ნინო შუბლაძე ტელეკომპანია პირველიდან წასვლას აპირებს. აქვს საქმიანი შემოთავაზება. თუ ვისგან, ამაზე უმჯობესია თავად ნინომ ისაუბროს“ - განუცხადა "ნიუპოსტს" ეკა ქარდავამ.

რამდენიმე თვის წინ, ნინო შუბლაძე ტვ „პირველის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა. 31 დეკემბერს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, შუბლაძე ეკრანზე გამოჩნდა და საახალწლო გადაცემა ინგა გრიგოლიასთან ერთად წაიყვანა. ამავე გადაცემაში ინგა გრიგოლიამ გააკეთა მინიშნება, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან, ანუ ახალი წლიდან ნინო შუბლაძე აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებოდა და მაყურებელს საინტერესო გადაცემას შესთავაზებდა. ითქვა ისიც, რომ მას შესაძლოა, ტვ „პირველზე“, დიანა ტრაპაიძის ნაცვლად, დღის ახალი ამბები წაეყვანა (ტრაპაიძე დეკრეტში გავიდა), თუმცა ბოლო მონაცემებით, გეგმები შეიცვალა და ის ზემოხსენებულ სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

"ნიუპოსტი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას თავად ნინო შუბლაძესთან ცდილობს, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42