"მაგთი და ჯეოსელი ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე"- ქადაგიძე ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით რეფორმებზე საუბრობს
სოც.მედია - 15:21, 09 Jan, 2018     1815
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ილიაუნის პროფესორი გიორგი ქადაგიძე ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ოლიგოპოლიაზე არსებობს და ამის მაგალითად მაგთი და ჯეოსელი მოჰყავს.

„კორპორატიული საქართველოს ისტორიიდან.

ოლიგოპოლია - არაკონკურენტული გარემო სადაც მცირე რაოდენობის მოთამაშეები აკონტროლებენ ბაზარს.

ოლიგოპოლია შეიძლება გადაიზარდოს კარტელურ შეთანხმებაში და გამოიხატოს მომხმარებლისთვის გაზრდილ ფასში.

ამის "საუკეთესო" მაგალითია მაგთი და ჯეოსელი.

ეს ორი კომპანია ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე და წუთში 29 თეთრს (ეჭვი მაქვს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალ ტარიფს) გვახდევინებდნენ. სტატუს-კვო მხოლოდ მესამე მოთამაშის შემოსვლამ დაანგრია. აღმოჩნდა რომ თურმე რამდენიმე თვეში შესაძლებელი ყოფილა საცალო ტარიფის 29 თეთრიდან ჯერ განახევრება და რეგულატორის მიერ „პორტირების“ დანერგვასთან ერთად 3-5 თეთრამდე შემცირება.

რამდენი ასეული მილიონი მოგება ნახეს ამ პერიოდში კომპანიებმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის რადგან არცერთი არ აქვეყნებს შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას.

იმისთვის რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ საჭიროა ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.

ჩემი მოკრძალებული აზრით აუცილებელია დეტალური ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო გახდეს შემდეგი კომპანიებისთვის:

- ბუნებრივი მონოპოლიები (თელასი, წყალი, გაზი)
- სსიპ-ებისთვის (რეესტრები, სააგენტოები ა.შ.)
-რეგულირებული ინდუსტრიები (კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა)
- ყველა კომპანიისთვის რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს შემოსავალი წელიწადში მაგ. 5 მილიონ ლარზე მეტი

ასეთ შემთხვევაში მომხმარებლებს და სხვა დაკავშირებულ პირებს ექნება შესაძლებლობა გაიგონ რატომ გაძვირდა ტარიფი, ფასი, გადასახადი და ა.შ. ასევე შეაფასონ კომპანიების სოციალური პასუხისგებლობის ხარისხი და არა მხოლოდ კარგად გაკეთებული პრ კამპანიები.“- წერს გიორგი ქადაგიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42