გიორგი ლუკავას მიმართ შესაძლო შურისძიება - ოპოზიცია ხელისუფლებას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:59, 09 Jan, 2018     839
აფხაზეთის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას მიმართ შესაძლო შურისძიებაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები.


ოპოზიცია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ლუკავას დასაცავად.

„გიორგი ლუკავა თავისი საქმიანობიდან და წარსულიდან გამომდინარე არის ადამიანი, რომლის უსაფრთხოების ხელყოფაშიც დაინტერესებულია რუსეთი. საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმისა, რომ გიორგი ლუკავას ნაირი ადამიანების უსაფრთხოების გარანტიები აიღოს თავის თავზე. როგორც თავად ლუკავასი, ასევე მისი ოჯახის წევრების," - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა კოტე იოსელიანმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ლუკავას უსაფრთხოება.

„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. უნდა მოხდეს დადგენა, რამდენად აქვს საფუძველი მის განცხადებას და თუკი საფუძვლიანია ეს განცხადება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონკრეტულად ამ მოქალაქის, ბატონი ლუკავას უსაფრთხოება,“ - აცხადებს კანდელაკი.

„ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ გიორგი ლუკავამ დაცვის გამოყოფის მოთხოვნით ოფიციალურ უწყებებს უნდა მიმართოს.

„რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისი მოქალაქეები იქნეს დაცული, მაგრამ მეორეს მხრივ მხოლოდ ვარაუდებზე გამოთქმული საფრთხეების წინაშე ბრძოლა ცოტა ძნელია. ამიტომაც, თუკი შესაბამისი კომუნიკაცია მოხდება სამართალდამცავ ორგანოებთან, მეტად იქნება ნებისმიერი ადამიანი დაცული, ვის მიმართაც რაიმე სახის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი.

გიორგი ლუკავას მტკიცებით, მისი ლიკვიდაციით არა ერთი მხარეა დაინტერესებული და დარწმუნებულია, რომ ციხიდან გათავისუფლების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პროტესტი შურისძიებას მხოლოდ დააჩქარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42