ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას ახმეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრო.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით სპეცოპერაცია კონკრეტული დანაშაულის პრევენცია იყო და მისი გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პანკისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებიც.
ანალოგიური ტიპის შეხვედრა დაგეგმილია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთანაც.
„ჩვენ ვისაუბრეთ ხეობაში არსებულ პრობლემებზე. გავაანალიზეთ ჩვენი მოსახლეობის განწყობა. გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება. მათთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი ზოგადად ხვალინდელი დღისთვის,“ - განაცხადა ახმეტის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა.
მასალის გამოყენების პირობები






