„ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს მოსახლეობა მოითხოვს 9 იანვარს, მათ ადგილზე შეხვდნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რათა მიიღონ ინფორმაცია თუ რატომ არ სრულდება მათთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე უნდა აშენებულიყო. თავად ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს ტექნიკურად შესაძლებელია და დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დაპირებისა, 8 იანვარს მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების გარეშე სამშენებლო ტექნიკამ სოფელ სნოში ეროზირებულ ტერიტორიაზედაიწყო მუშაობა. პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში უნდა გაიაროს და მოსახლეების ეზოები გადაკვეთოს, რაც იქ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის.
მოსახლეობა მოითხოვს, რომ 9 იანვარს მათ შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევესახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და მოხდეს გადამცემი ხაზის იქვე არსებულ ქედზე აწევის (2 ანძა)განხილვა, რაც მოსახლეობას პრობლემებს მოუხსნის.“- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






