იაფი დენი ივანიშვილს ბიტკოინების საწარმოსთვის და მოქალაქეებისთვის გაზრდილი ტარიფი - რისთვის შენდება სამი ჰესი?
პოლიტიკა - 17:57, 08 Jan, 2018     12747
,,კიდევ რამდენიმე ელექტროსადგურის აშენება დაგვჭირდება, რომ ეს პარაზიტული საწარმოები კვებონ“? - ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურები აშენებას ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილს კრიპტივალუტის საწარმოსთვის, რომელსაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროება, შეღავათიანი გადასახადი აქვს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში რიგით მოქალაქეებისთვის ტარიფები ძვირდება.

,,საქართველოში 2018 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. მათი ჯამური სიმძლავრე 15 მეგავატი იქნება. ეს გლდანში მდებარე ივანიშვილის ბიტკოინის გამომმუშავებული საწარმოს მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს თუ დააკმაყოფილებს. ამ ”ქარხნის” წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ნულის ტოლია.

ქვეყანაში გაჩნდა კრიპტოვალუტების ”მომპოვებელი” ათასობით სევერვერი, რომელთა ნაწილი განლაგებლია ბინებში, ნაწილი საამქროებში და სხვა სახის ფართებში. ისინი ნთქავენ დიდძალ იაფ ელექტროენერგიას და ქმნიან მის დეფიციტს ეკონომიკის ჯანსაღი სეგმენტისათვის, ზრდიან დენის იმპორტს და იწვევენ უცხოური ვალუტის გადინებას.

საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში ასეთი სერვერების სიმძლავრით( ბიტკოინის გამომუშავებით), რასაც განაპირობებს იაფი ელექტროენერგია( ივანიშვილისთვის შეღავათიან ფასად), იაფი უძრავი ქონება( ივანიშვილისთვის მიწა მუქთად) და ამ ბიზნესის იატაქვეშ საქმიანობა( ივანიშვილისთვის- ლეგალური საგადადახადო შეღავათები).

ვინაიდან ივანიშვილის კომპანიისთვის შეღავათები სამუდამოა( ”ინვესტორის” დაცვა), ხოლო ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფები დამახინჯებული, ამ პრობლემის დაძლევა ძალზე ძნელია. პირველი ნაბიჯი მისი ლეგალიზაცია უნდა იყოს.

რაც შეეხება ივანიშვილის ქარხნებს გორში და გლდანში, მათ გაფართოებას ვერაფერი შეუშლის ხელს-ე. წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი აქვთ. ამიტომ კიდევ რამდენიმე ელექტროსადგურის აშენება დაგვჭირდება, რომ ეს პარაზიტული საწარმოები კვებონ“ - წერს რომან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42