„შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:52, 08 Jan, 2018     1253

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიხე დაპატიმრებულ პირთა მიმართ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხს ირაკლი კობახიძე ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომხდარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია:

“ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური. ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42