„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, აქციაზე შეკრებილებმა „სოკარ ჯორჯია გაზს“ დეკემბრის თვეში, გადაჭარბებული თანხების ჩამოწერა მოსთხოვეს, რაც მათი განმარტებით, ბუნებრივი აირის მოხმარებისათვის უსაფუძვლოდ დაეკისრათ. აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე დაიწო და მერიის შენობის წინ გაგრძელდა. ბუნებრივ აირზე დარიცხული გადასახადის გამო უკმაყობილო მოსახლება გორის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა. აქციის მონაწილეებმა კონსტანტინე თავზარაშვილს და დავით რაზმაძეს აღნიშნულ საქმეში ჩართვა და ქმედითი ნაბიჯების გადაგმა მოსთხოვეს. მერმა შეკრებილებს მხარდაჭერა და მისი კომპედენციის ფარგლებში გარკვეული ნაბიჯების გადადგმის პირობა მისცა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა მასშტაბურია და მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეხება. გორის მერმა შეხვედრის მონაწილეებს „სოკარის“ სახელზე განცხადებების დაწერისაკენ მოუწოდა.
კერძოდ, იმ მოქალაქეებს რომლებიც თვლიან, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი დეკემბრის თვეში ხელოვნურად არის გაზრდილი, საშუალება აქვთ გორის დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში განცხადებები დაწერონ და გაზის კომპანიის მხრიდან საკითხის შესწავლა მოითხოვონ. მერის განცხადებით, ამ შემთხვევაში, დავალიანების გამო, მოკვლევის დასრულებამდე აბონენტებს გაზმომარაგების მიწოდება არ შეეზღუდებათ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გორელები რომლებიც თავს დაზარალებულად თვლიან, პროკურატურაში „სოკარის“ წინააღმდეგ კოლექტიურ განცხადებას შეიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები






