ენმ-ში ღვლიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამოტანილი განაჩენი იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი.
„სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, დავალებებს, ასევე ძეგლს უდგამს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას აკეთებს ისე, როგორც ეს სურს ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას". საქართველოში არის საზოგადოების სრული კონსენსუსი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობა არის შეთანხმებული, რომ ეს განაჩენი იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი და რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასამართლდა მისი უფლების გამო,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






