სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურება ძალიან დიდი სისტემური პრობლემაა - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 15:13, 08 Jan, 2018     1174

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობას უხდის.

სპეციალურ ბრიფინგზე დოლიძემ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ბუნებრივია ეს პოზიცია საბჭოს წევრს აკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ის არის დიდი პრივილეგია და მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც უამრავი სფეროდან, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს სასამართლოსთან მიმართებაში, ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია.

სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა, ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს მოლოდინი ხშირად თვეები და წლებიც კი გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, თავის თავზე განიცდის. აქედან გამომდინარე ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთის მომსახურება, რომელიც იქნება დროული და იქნება ხარისხიანი.

მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით უნდა მოხდეს. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; მესამე ამოცანა ასევე უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები, ისინი დაწინაურდნენ და წახალისდნენ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სასამართლოს, ხელისუფლების და იუსტიციის საბჭოს მიერ ნდობის ამაღლება, რომელიც დოლიძის განცხადებით, უნდა მოხდეს საბჭოს გახსნილობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42