„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება“ - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 14:44, 08 Jan, 2018     2051

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და ოპონენტებს კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშულებს:

„ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, აბსოლუტური და რომ ის არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ კონტროლს საზოგადოების ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე პირადად ვერ ვიზიარებ, რადგანაც სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა რამდენიმე წლის წინ ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო და მან თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო მისთვის საოცარი, თუ გნებავთ შოკის მომგვრელი, როგორც ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რადგან, როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო,“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანის განმარტებით, შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მას აქვს ეს უფლება და არა იმას, რომ მისი გადაწყვეტილება, შეიწყალოს მსჯავრდებული, კონტროლს არ ექვემდებარება.

„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42