„ყოველ წელს ასე გვაძლევდნენო, ამ მოტივით ითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარე სახელფასო დანამატს“-შარაშენიძე
პოლიტიკა - 16:35, 06 Jan, 2018     2257
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის მერს უპირისპირდება.

დაპირისპირების მიზეზი კი, საახალწლოდ სახელფასო დანამატის გაცემა-არგაცემის საკითხი გახდა..

ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წლის მიწურულს დაახლოებით 60 ათას ლარამდე თანხის მობილიზება მოხდა, ამ თანხების გახარჯვისთვის საუკეთესო გამოსავალი კი, საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს ყველა თანამშრომელზე ხელფასზე 63%-იანი დანამატის დარიგებაში იპოვა.

სწორედ ამ მოთხოვნით მან მერიის საბიუჯეტო სამსახურის უფროსს სამჯერ გაუგზავნა ბრძანება, სადაც ასევე ითხოვდა მერიის ყველა თანამშრომლისთვის ფულად წახალისებას.

საბოლოოდ კი, სახელფასო დანამატი მერიის 18-მა თანამშრომელმა მიიღო, საკრებულოს თავმჯდომარე კი ამ დრომდე იმის ახსნას ცდილობს, თუ რა დამსახურებისთვის, ვინ რამდენი მიეღო და რომ ეს საკითხი ოზურგეთის მერმა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენა.

დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, მერიის 18 თანამშრომელზე გაცემულ სახელფასო დანამატების თემას გუშინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკრებულოს უკლებლივ ყველა თანამშრომელი იმსახურებდა სახელფასო დანამატს და ამის მოტივად საკრებულოს მიერ ჩატარებული გამართული სხდომები მოიყვანა:

„ვფიქრობ, მერის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას და საკრებულოს დისკრედიტაციას. მე ჩავთვალე საჭიროდ და დღესაც მივიჩნევ, რომ საკრებულო იმსახურებს სახელფასო დანამატს თანამდებობრივი სარგოს 63%-ის ოდენობით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების, ბიუროს 50-ამდე სხდომა. განხილული იქნა 70-მდე საკითხი. საკრებულოს აპარატმა სრულად უზრუნველყო სხდომების გამართული ჩატარება. მოგეხსენებათ, საკრებულომ საქმიანობის გამჭვირვალეობის მიმართულებით საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ეს გახლავთ სწორედ მაღალი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული აპარატის კარგი მუშაობის შედეგი. აქვე თანამშრომლები ჩართული იყვნენ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის შერწყმას, ქონების აღწერასა და გადაცემას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დღესაც მიმაჩნია, რომ საკრებულოს თანამშრომლების გამოყოფა, რასაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებით ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ჩემის მხრიდან იქნებოდა ყველა ამ საქმიანობის არ დანახვა და მართებულად ვერ შეფასება. აქვე დავსძენ, საკრებულოს და ბიუროს არც ერთ წარმომადგენელს სახელფასო დანამატი არ მიუღიათ." - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

დარჩიას ამ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ზოგადად სახელფასო დანამატის არსი არ ესმის და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა მერისთვის შესაბამისი არგუმენტაციის წარდგენა, თუ რატომ უნდა გაცემულიყო 63%-იანი სახელფასო დანამატი უკლებლივ ყველა თანამშრომელზე:

„არანაირი პოლიტიკური სპეკულაცია ეს არ არის. უბრალოდ, დარჩიამ ვერ გაიგო არსი, რას ნიშნავს სახელფასო დანამატი. თითქოს ბრალი დამდო იმაში, 18 ადამიანზე გასცა დანამატიო. მე არგუმენტები მაქვს იმის, თუ რა დამსახურებისთვის მიიღეს ამ ადამიანებმა დანამატი. 158 თანამშრომლიდან მხოლოდ 18 ადამიანის წახალისება მოხდა. ანუ, იმათი ვინც 24 საათიან რეჟიმში იმუშავა ამ მობილობის პროცესში, რომელი სამსახურებიც უფრო მეტად დატვირთულია. ეს ადამიანები არც ჩემი ნათესავები არიან, არც ოჯახის წევრები და არც ჩემი თანამებრძოლები სხვათა შორის. მათ იმუშავეს ძალიან ბევრი. არც მე, არც ჩემს მოადგილეებს და კიდევ 140 თანამშრომელს ერთი თეთრიც არ აგვიღია, რასაც სხვათა შორის დარჩია ითხოვდა. დანამატი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად, თუ ვინ რა შრომა გასწია ამ პერიოდში. ეს კი უნდა შეაფასოს მისმა ხელმძღვანელობამ. თვითონ არსიც დანამატის იმაში მდგომარეობს, რომ მოტივაცია გაეზარდოს თანამშრომლებს თავისი შრომის. არ დავეთანხმე საკრებულოს თავმჯდომარეს იმ საკითხში, რომ არა მგონია მუნიციპალიტეტში ყველა ადამიანი თანაბრად მუშაობდეს. მე ვიყავი და ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს თავისი შრომისა და დამსახურების. ვისაც არ ეკუთვნოდა, არ აუღია. გამომიგზავნოს იმათი სია და არგუმენტები ბატონმა დარჩიამ, ვისაც ეკუთვნის დამსახურებულად ეს დანამატი და კი ბატონო. ადამიანმა ვერ გამოარჩია ვინაა მომუშავე თანამშრომელი და ვინ არა. ყველა თანამშრომელს რატომ უნდა მივცეთ თანაბრად? ვერ ასაბუთებს მან რისთვის უნდა მიიღოს და ახლა უკვე არც სხვა ადარდებს. ყოველ წელს ასე გვაძლევდნენო, ამ მოტივით ითხოვდა სახელფასო დანამატს, ეს არგუმენტად მისაღები არ არის“- განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42