სოფო კილაძეს საკუთარი თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
პოლიტიკა - 16:27, 06 Jan, 2018     2562

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი თანამშრომელი უჩივის. სოფო კილაძეს აპარატის მოქმედი თანამშრომელი ელგა ფოლადაშვილი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე მისი სამსახურიდან გაშვებას და ახლობლების დასაქმებას აპირებს, ფოლადაშვილის თქმით კილაძემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა:

„მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. ამის შემდგომ მისგან იყო ასეთი სვლა, რომ, თუ მე ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ის მე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემდა. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა, რომ შენ არ ხარ იურისტი, ისეთ დავალებებს დაგავალებ, რომელსაც, როგორც პროფესიით არაიურისტი ადამიანი, ფიზიკურად ვერ გააკეთებს.“- განაცხადა ფოლადაშვილმა.

პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული, აპარატის თანამშრომლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი სასამართლოში დისკრიმინაციის დადგენას ითხოვენ, რადგან მათი თქმით როდესაც მოსარჩელის ამ პოზიციაზე დასაქმება მოხდა, დამსაქმებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ის პროფესიით იურისტი არ იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42