,,პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ ერთხელ დაკნინება და პოლიტიკურად პრობლემური საქმე საქართველოსთვის“ - ფიქრია ჩიხრაძე სააკაშვილის საქმეზე
პოლიტიკა - 14:57, 06 Jan, 2018     1800
ეს საქმე გულისხმობს პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მისი უფლებამოსილების კიდევ ერთხელ დასასუსტებას და ის გახდება პოლიტიკურად პრობლემური საქმე საქართველოსთვის - ასე აფასებს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამოტანილ განაჩენს.

,,სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებას, არის ძალიან პრობლემური ბევრი თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს პრეცედენტი შეიძლება უკვე პრეცედენტულად გავრცელდეს ყველა შეწყალების აქტზე, რომელიც კი განხორციელებულა წარსულში სხვა პრეზიდენტების მიერ ან განხორციელდება დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან ან მომავალში, რაც შეიძლება განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ ერთხელ დასუსტებას. ასეთად წაიკითხა გუშინდელი ეს განაჩენი ბევრმა ადამიანმა და ჩვენი შეშფოთებისა და პროტესტის ერთი ნაწილი ამ საქმესთან, სწორედ ესეც არის.“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე ,,ნიუპოსტთან“.

პრეზიდენტის მრჩეველი აბობს, რომ გრიგვლიანის საქმეს, რომელიც საზოგადოებითვის უმნიშვნელოვანესი იყო, წავიდა არა იმ მიმართულებით, სადაც სერიოზული პრობლემები იყო, არამედ იმ კუთხით, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისითაც სუსტი და პრობლემურია.

,,რაც შეეხება თავად გირგვლიანის საქმეს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე გახლავთ ქართული საზოგადოებისთვის ამდენი წლის განმავლობაში, რა შედეგი მივიღეთ გლობალურად? მივიღეთ ის, რომ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის მონაწილეთა ნაწილი არის დასჯილი, ნაწილს ვერ დაუმტკიცდა ბრალი და ექსპტრადირებაც ვერ მოხერხდა ამის გამო, ნაწილი არის დაწინაურებული დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ხოლო, კონრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, როდესაც შეწყალების ნაწილში ხდება ბრალის წაყენება, ეს არის ძალიან არაკვალიფიციური და პრობლემური, რადგან სწორედ ექსკლუზიური უფლებამოსილების ნაწილში ხდება განაჩენის გამოტანა და არა სხვა ნაწილში. პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, და ეს სტრასბურგის სასამართლოშიც არის აღწერილი და დასაბუთებული, რომ ხელისუფლების თითქმის ყველა შტო მონაწილეობდა ამ დანაშაულის ნაწილობრივ დაფარვასა და შემსუბუქებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე იმ მიმართულებით კი არ წავიდა, სადაც სერიოზული პრობლემები იყო, არამედ წავიდა იმ მიმართულებით, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისითაც სუსტი და პრობლემურია“ - აცხადებს ჩიხარაძე და დასძენს, რომ ეს საქმე პოლიტიკური თვალსაზრისითაც იქნება არანაკლებ პრობლემური, ვიდრეს ეს ვანო მერაბიშვილის საქმის შემთხვევაში აღმოჩნდა.

,,პრობლემური იქნება ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სწორედ არაკვალიფიციური ქმედებების შედეგად ვანო მერაბიშვილის საქმე ძალიან პრობლემური გახდა საქართველოსთვის და ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ. ამ შემთხვევაშიც, თუ უფრო მეტად არა, არანაკლებ პრობლემური გახდება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის საქმეზეა საუბარი და თანაც იმ ნაწილში, რომელიც მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის ცხადი, რომ ამ ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებაში არ შეიძლება იყოს მსაჯვრდებული ყოფილი პრეზიდენტი“ - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

რითი აიხსნება სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ ნაწილში, რომელიც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას შეეხება? - ფიქრია ჩიხრაძე ამბობს:

,,ან უნდა ავხსნათ ისე, რომ ძალიან უპასუხისმგებლოდ იქნა პროცესი წარმართული და ერთგვარად ნაჩქარევად, პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირში, ან უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ შეწყალების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ზოგადად, და არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, უნდათ გარკვეული პრობლემების გაჩენა, რაც ასევე, ცხადია, ძალიან შემაშფოთებელია“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42