„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ევროპული სასამართლო" - ოცნების პასუხი მარგველაშვილს
პოლიტიკა - 19:17, 05 Jan, 2018     1894
მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე გაკეთებული განცხადების გამო "ქართული ოცნება" პრეზიდენტს უპირისპირდება.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი ამბობს: „არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო".

„არ მგონია, პრეზიდენტი იმაზე მეტად იყოს შეშფოთებული, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც თავის დროზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ იკვეთებოდა ფაქტები და გარემოებები, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები სანდრო გირგვლიანის საქმის ჩასაფარცხად და მათ შორის, პრეზიდენტიც, მის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებით მოქმედებდნენ ერთხმად,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი კი გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია.

„ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ განაჩენს და სასამართლო ხელისუფლება ამ აქტით საზოგადოებას გააგებინებს ანუ მიცემს იმის საშუალებას, გაეცნოს ყველა არგუმენტს, თუ რატომ იყო ეს განაჩენი გამოტანილი ამ სახით. სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული ეს არის ერთგვარი პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მისი მოქალაქის მიმართ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42